Friday, May 13, 2016

ტრენინგის შეჯამება...

დამთავრდა ტრენინგის მე- 13 მეცადინეობა..

მოლოდინები და ინტერესი ძალიან დიდი იყო, მონდომება არ დამიშურებია, რადგან თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით გაკვეთილის ჩატარება შეუძლებელია. მე კი მინდა, რომ ჩემი გაკვეთილები იყოს საინტერესო და ბევრისმომცემი მოსწავლეებისთვის.

ტრენინგის გავლის შემდეგ შემუძლია ისტ ინსტრუმენტებისა და რესურსების შერჩევა და მისადაგება სასწავლო პროცესში განსახორციელებელი აქტივობისადმი.
შემიძლია სხვადასხვა წყაროდან მიღებული  ინფორმაციის შეჯერება, ორგანიზება  და დანიშნულბისამებრ გამოყენება
       .
შემიძლია, ადეკვატურად შევარჩიო  ისტი-ის საშუალებით მასალა პრეზენტაციისთვის და გავუკეთო დიზაინი. 
   
მოსწავლეთა ცოდნის დიაგნოსტიკისთვის შემიძლია გამოვიყენო ელექტრონული ცხრილები, დავაკვირდე მოსწავლეთა შედეგებს და გავაკეთო ანალიზი.

მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ გაკვვეთილებზე, ამასთანავე, სოციალურ ქსელებში კოლეგებთან ურთიერთობისას, ბლოგების შექმნისას.

      დიდი მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებსა  და ჩვენს დაუღლელ. დიდი ცოდნითა და მონდომეით აღჭურვილ  ტრენერს-ქალბატონ ლალი გიგაურს!
        

No comments:

Post a Comment