Friday, May 13, 2016

ტრენინგის შეჯამება...

დამთავრდა ტრენინგის მე- 13 მეცადინეობა..

მოლოდინები და ინტერესი ძალიან დიდი იყო, მონდომება არ დამიშურებია, რადგან თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით გაკვეთილის ჩატარება შეუძლებელია. მე კი მინდა, რომ ჩემი გაკვეთილები იყოს საინტერესო და ბევრისმომცემი მოსწავლეებისთვის.

ტრენინგის გავლის შემდეგ შემუძლია ისტ ინსტრუმენტებისა და რესურსების შერჩევა და მისადაგება სასწავლო პროცესში განსახორციელებელი აქტივობისადმი.
შემიძლია სხვადასხვა წყაროდან მიღებული  ინფორმაციის შეჯერება, ორგანიზება  და დანიშნულბისამებრ გამოყენება
       .
შემიძლია, ადეკვატურად შევარჩიო  ისტი-ის საშუალებით მასალა პრეზენტაციისთვის და გავუკეთო დიზაინი. 
   
მოსწავლეთა ცოდნის დიაგნოსტიკისთვის შემიძლია გამოვიყენო ელექტრონული ცხრილები, დავაკვირდე მოსწავლეთა შედეგებს და გავაკეთო ანალიზი.

მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ გაკვვეთილებზე, ამასთანავე, სოციალურ ქსელებში კოლეგებთან ურთიერთობისას, ბლოგების შექმნისას.

      დიდი მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებსა  და ჩვენს დაუღლელ. დიდი ცოდნითა და მონდომეით აღჭურვილ  ტრენერს-ქალბატონ ლალი გიგაურს!
        

Sunday, May 8, 2016

სასწავლო პროექტი

                                                       
პროექტის სახელწოდება:ქართული ენა და ორი კლასიკოსი
                                                  (ვაჟა და აკაკი)


პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:
      მე-19 საუკუნეში ქართული ენის სტატუსის
შენარჩუნებისთვის ქართველი კლასიკოსეების  თავდაუზოგავი ბრძოლის გაცნობა პუბლიცისტური თუ მხატვრული ნაწარმოებების საშუალებით. ვაჟასი და აკაკის დამოკიდებულების გაცნობა ამ საკითხთან. მათი პოლემიკის შინაარსსა და ხასიათზე დაკვირვება და მსჯელობა.

პროექტის აქტუალობა:
        ენის საკითხებთან დაკაშირებული საკითხები დღესაც ძალზე აქტუალურია.  ვაჟასა და აკაკის შორის გამართული პოლემიკა უთუოდ წაადგება ენის მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულების  ჩამოყალიბებას. აკაკი ვაჟას ენას უწუნებდა...ვაჟას ღირსეული პასუხი უთუოდ გასათვალისწინებელია მოკამათე მხარეებისთვის, დისკუსიის მიმდინარეობის დროს.ამასთანავე, საჭიროა, მოსწავლეებს არ დარჩეთ არასწორი დამოკიდებულება ორ დიდ ქართველს შორის გამართულ პოლემიკაზე.

პროექტის მიზნები:

მოსწავლეები შეძლებენ:


  • ეპოქის პოლიტიკურ-სოციალური და კულტურული  ფონის ზოგადი დახასიათებას ინტერნეტ სივრცეში მოძიებული მასალითა და ისტორიის სახელმძღვანელოების გამოყენებით. 
https://youtu.be/C9with98Yzc

  • დედაენასთან იმჟამინდელი  ხელისუფლების დამოკიებულების დამადასტარებელი მასალების მოძიებას .
  • გააანალიზონ ქართველი საზოგადო მოღვაწეების ბრძოლის შედეგები დედაენის დაცვის საქმეში.
  • .მოიძიონ  აკაკისა და ვაჟას ამ საკითხთან დაკავშირებული  შეხედულებების დამადასტურებელ ნაწარმოებები და იმსჯელონ მათზე.
  • ჩამოაყალიბონ თავიანთი დამოკიდებულება აკაკისა და ვაჟას ლექსებზე("ენას გიწუნებ, ფშაველო", "დაგვიანებული პასუხი აკაკის)




  • Print
  •  გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება დედაენის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. მოაგროვონ მასალები, რომლებიც ადასტურებენ ქართული ენის მსოფლიო მნიშვნელობას .

  • . გააკეთებას პრეზენტაციისა-ჩ  ვ  ე  ნ  რას ვაკეთებთ დედაენის დასაცავად.

10. გააკეთებას ბლოგისა :ქართული ენა, დიდი მამულიშვილები და ჩვენ!...


მონაწილეთა ასაკი:16 წელი

ვადები/ ხანგრძლივობა:ერთი თვე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
შეძლებენ შესაბამის ეპოქაზე  სათანადოდ მსჯელობას, შეაფასებენ აკაკისა და ვაჟას პოლემიკას მორალურ- ეთიკური კუთხით, იმუშავებენ ჯგუფებში, გააკეთებენ პრეზენტაციას, შეაფასებენ საკუთარ მუშაობას ჯგუფში. დაწერენ თხზულებას -ეპოქათა საერთო ტკივილი.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:სახელმძღვანელო, პოსტერები, კომპიუტერი,შეფასების ბარათები.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): თემის შერჩევა, საკითხების განაწილება, ჯგუფებად დაყოფა, მუშაობის მიმდინარეობაზე დაკვირვება, პრეზენტცია, დისკუსია, შეჯამება, შეფასება, გამოქვეყნებ.

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ისტი, ისტორია.

პროექტის ხელმძღვანელი.(მასწავლებელი): მედეა უძილაური

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: medeaudzilauri@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  http://medea-ict.blogspot.com/


                                                           
                                                   

Saturday, May 7, 2016

მეორე მოდულის შეჯამება


  • პრეზენტაციისთვის მასალების მოძიება , სლაიდების შექმნა და დიზაინი.
  • ექსელის გამოყენების მექანიზმები, მონაცემების შეტანა და დიაგრამების აგება.
  • გაკვეთილის დაგეგმვა, რომელიც გამდიდრებული იქნება ისტის მასალებით.
  • ტექსტის რედაქტირება და დიზაინი.